გორში გაუჩინარებული ახალგაზრდა - ოჯახი 21 წლის ბიჭს ექვსი დღეა ეძებს
გორში გაუჩინარებულ 21 წლის გიორგი ნონაშვილს ოჯახი უკვე ექვსი დღეა ეძებს. როგორც ცნობილია, რეგიონში მიდის სამძებრო სამუშაოები, თუმცა, უცნობია, კონკრეტულად რა ტერიტორიაზე ეძებენ სამართალდამცველები ახალგაზრდას და აპირებენ თუ არა საძიებო არეალის გაფართოებას.
უცნობია ისიც, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება, რადგან პოლიცია ოჯახს დამაიმედებელს ვერაფერს ეუბნება.
მაშველები არიან ჩასულები თბილისიდანაც, რომლებიც აქტიურად განაგრძობენ სამძებრო სამუშაოებს როგორც ხმელეთზე, ისე მტკვარში. დაკარგული ბიჭის ახლობლები და ნათესავები კი ცალკე, დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებითაც ცდილობენ მის პოვნას.
წყარო:newposts.ge