თეგებით ძიება

ქვეყნები, სადაც ნებადართულია შიშველი სიარული, ტანკით გადაადგილება, ქურდობა, ნარკოტიკების მოხმარება

ადამიანს უფლება აქვს საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვროს, თუმცა კანონით დადგენილ ფარგლებში. რა მოხდება, თუ თქვენი წარმოდგენა ბედნიერებაზე ქალაქის ქუჩებში ტანკით ან შიშველ გადაადგილებას გულისხმობს? დაუჯერებელია, მაგრამ მსოფლიოში არსებობს ქვეყნები, სადაც შეგიძლიათ ოცნება სრულიად ლეგალურად აისრულოთ.

ქვეყნები, სადაც ნებადართულია შიშველი სიარული, ტანკით გადაადგილება, ქურდობა, ნარკოტიკების მოხმარება


შიშველი სიარული
ესპანეთის ნუდისტური პლაჟები მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ყველა, ვისაც მშობლიურ ქალაქის ქუჩებში ამის გაკეთება არ შეუძლია, სურვილის ასასრულებლად ესპანეთში მიდის. ესპანეთში გაშიშვლებისთვის აუცილებელი არ არის ნუდისტურ პლაჟზე გასვლა - ამ ქვეყანაში შეგიძლიათ, სადაც გსურთ, იქ გაიხადოთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზეც კი. ესპანეთის კონსტიტუციამ 1978 წელს დედიშობილა სიარული ადამიანის უფლებად გამოაცხადა. მას შემდეგ, კანონის შეცვლის რამდენიმე მცდელობა იყო, რომელიც წარმატებით არ დასრულებულა.



ნარკოტიკების მიღება
დეკრიმინალიზაციის შემდეგ პორტუგალიაში ნარკოტიკების შენახვა აღარ ისჯება, თუმცა გავრცელება ჯერჯერობით, ისევ უკანონოდ ითვლება. ამ ქვეყანაში მარიხუანასა და კოკაინის შენახვის და მოხმარების გამო ციხეში არავის სვამენ და ეს მიდგომა საკმაოდ ეფექტურია. ადრე ამ ქვეყანაში ნარკომანია დიდი პრობლემა იყო, რადგან ყოველი მეასე ადამიანი ისეთ მძიმე ნარკოტიკს მოიხმარდა, როგორიც ჰეროინია. ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციიდან 4 წლის შემდეგ ჭარბი დოზით სიკვდილიანობა 90% -ით შემცირდა. მკვეთრად დაეცა აივ ინფექციის მაჩვენებელიც.



ძაღლზე გათხოვება
ინდოეთში ნებისმიერ ცხოველზე დაქორწინება ნებადართულია, თუმცა ყველაზე ხშირად ძაღლს ირჩევენ. ერთმა ინდოელმა კაცმა ოთხფეხა მეგობართან ქორწინების მიზეზი ცოდნების მონანიების სურვილით ახსნა. მისი თქმით, თინეიჯერობის ასაკში ორი ძაღლი დახრჩო და ამის შემდეგ მძიმედ დაავადდა. ადგილობრივმა ასტროლოგმა აუხსნა, რომ დაავადება ბავშვობისდროინდელი სისასტიკის სასჯელია და წყევლის მოსაშორებლად ძაღლზე უნდა იქორწინოს. მამაკაცი ასეც მოიქცა და საუკეთესო „პატარძალი“ შეარჩია.



ხელოვნების ნიმუშების მოპარვა
თუ ნიდერლანდებში ხელოვნების ნიმუშის მოპარვა მოახერხეთ, შავ ბაზარზე მისი იაფი გაყიდვა არ უნდა იჩქაროთ. უბრალოდ 20 წელი უნდა მოითმინოთ და მოპარული საგანძური თქვენი გახდება. ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, 20 წლის შემდეგ, ხელოვნების ნიმუში მოპარულად აღარ ითვლება და მფლობელის კანონიერ საკუთრებად მიიჩნევა. ფლობს მას. საქმე უფრო რთულადაა, თუ მუზეუმს ძარცვავთ ან იპარავთ შედევრს, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობად ითვლება. ასეთი ექსპონატების დაკანონებისთვის ლოდინის პერიოდი 30 წლამდე იზრდება. ასე რომ, თუ რემბრანდტის შედევრის მოპარვას და სხვენში დამალვას შეძლებთ, 30 წლის შემდეგ ის კანონიერად თქვენი გახდება.



ნარკოტიკის ინექცია
კანადაში, ვანკუვერის ცენტრში, მდებარეობს სამთავრობო უწყება - InSite, სადაც ნარკომანს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით, სრულიად კანონიერად შეუძლია დოზის მიღება. უფრო მეტიც, მათ საკუთარი ნარკოტიკი მოაქვთ არ ეშინიათ, რომ დააპატიმრებენ. ზოგი ნარკომანი InSite– ში დღეში 2-3-ჯერ მოდის. შენობაში განთავსებულია 12 საინექციო ჯიხურია სტერილური შპრიცით. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი ნარკომანს ვენის პოვნაში ეხმარება და თვალს ადევნებს, რომ ვიზიტორს ზედოზირება არ დაემართოს. პროგრამა InSite 20 წლის წინ დაიწყო. იმ დროს ვანკუვერში აივ ინფექციის ყველაზე მაღალი დონე იყო. პროგრამის ამუშავების შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა.



თირკმელის გაყიდვა
ირანში ადამიანის თირკმლებით ვაჭრობა ნებადართულია. ამ ქვეყანაში თირკმელის გაყიდვის მსურველები ქუჩაში განცხადებებსაც კი აკრავენ, თოთქოს საქმე მოპედის გაყიდვას ეხება. ჩვეულებრივ, ამ განცხადებებში მითითებულია გამყიდველის სისხლის ჯგუფი, ტელეფონის ნომერი და ტესტის შედეგი, რომელიც ადასტურებს, რომ თირკმელი სრულიად ჯანმრთელია. რა თქმა უნდა, ორგანოებით ვაჭრობა ძალიან საკამათო თემაა, თუმცა ირანში მიაჩნიათ, რომ ამ მეთოდმა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში სასწაული მოახდინა, რადგან თირკმელის გადანერგვის მსურველებს დონორის ლოდინი წლების განმავლობაში აღარ უწევთ.



ქუჩაში ტანკით გადაადგილება
ინგლისი ერთადერთი ადგილი არაა, სადაც ტანკის ტანკის ტარება შეგიძლიათ. ბევრ ქვეყანაში ფასიანი პოლიგონებიც კი არსებობს, სადაც ტანკით გასეირნება, მსუბუქ ავტომობილებზე გადავლა და ძველი შენობების დანგრევა შეგიძლიათ. თუმცა, ინგლისი სხვა ქვეყნებისგან მაინც გამოირჩევა, რადგან აქ ტანკით ქუჩაში მოძრაობა სრულიად კანონიერად შეგიძლიათ. სულ ერთია, მაღაზიაში წახვალთ თუ სკოლაში, ბავშვების გამოსაყვანად. მხოლოდ იარაღის მოხსნა და რკინის მუხლუხოებზე რეზინის გადაცმა დაგჭირდებათ და რამდენიც გინდათ, ისეირნეთ. ამ შესაძლებლობას ბევრი იყენებს. ერთი კომპანია „ტანკის ლიმუზინსაც“ კი აქირავებს.

დაგვეთანხმეთ, ასეთი ტრანსპორტით პაემანით მოსვლა შთამბეჭდავია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა