თეგებით ძიება
16. 11. 2020 COVID - 19

ეს სიახლე მნიშვნელოვნად განტვირთავს 112-ში მიმართულ ზარებს - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამოქმედდება პორტალი, სადაც მოქალაქეები თავიანთი პირადი ნომრებით გადაამოწმებენ, რომელ კლინიკაში არიან რეგისტრირებულნი და რომელი ოჯახის ექიმი ემსახურებათ.

ტიკარაძის თქმით, ეს სიახლე მნიშვნელოვნად განტვირთავს 112-ში მიმართულ ზარებს.


,, მათთვის, ვისთვისაც ამ მომენტისთვის არ არის ცნობილი - რომელ პოლიკლინიკურ ერთეულზე ან ოჯახის ექიმზე არიან მიბმულნი, სპეციალური პორტალის საშუალებით, პირადი ნომრის მითითებით, მიეცემათ პირველადი ინფორმაცია - რომელ პირველადი ჯანდაცვის ცენტრზე არიან ისინი მიბმულნი, აქვე მითითებული იქნება პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ტელეფონის ნომერი და შესაბამისად, მათ ექნებათ შესაძლებლობა კონსულტანცია გაიარონ უშუალოდ მათ ოჯახის ექიმთან.
ეს ყველაფერი ჩვენ შევიმუშავეთ იმისათვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხის გამოსწორება და უზრუნველყოფა. ეს სიახლე მნიშვნელოვნად განტვირთავს 112-ში მიმართულ ზარებს\'\', - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა