თეგებით ძიება
16. 11. 2020 COVID - 19

ამირან გამყრელიძე: ინფიცირებულთა რაოდენობა სინამდვილეში 2-3-ჯერ მეტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა სინამდვილეში 2-3-ჯერ მეტია, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ვერ ხდება და კორონავირუსი უსიმპოტომოდ ან მსუბუქად გადააქვთ.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნულის შესახებ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა არსებობს, რომელთა მიხედვითაც ევროპაში ინფიცირებულთა მხოლოდ 1/5-ის გამოვლენა ხდება.

“დღევანდელი დილით მსოფლიოში 54 მილიონი ადამიანია ინფიცირებულიო, ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული, სინამდვილეში მსოფლიოში, დაახლოებით, უნდა იანგარიშოთ სულ მცირე 2-3-ჯერ მეტი ინფიცირებული ადამიანი, მაგრამ ეს არის ხალხი, რომლებიც არიან ძირითადად მსუბუქი, უსიმპტომო, რომელთაც გადააქვთ ფეხზე ინფექცია…”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 230 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 30.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა