თეგებით ძიება
16. 11. 2020 COVID - 19

ამერიკული კომპანია Moderna-ს ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია

გამოცემა BBC-ის ცნობით, ახალი კვლევები კოვიდინფექციასთან ბრძოლაში 95%-იანი დაცვით გამოირჩევა. ამერიკული კომპანია Moderna აცხადებს, რომ კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

კომპანიის პრეზიდენტის, სტეფან ჰოგის თქმით, მიმდინარე თვეს, სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ერთი და იგივე შედეგი ყველაზე დამამშვიდებელია.

ვაქცინა 30 000-ზე მეტ ადამიანზე ორჯერ გამოსცადეს და მას უკუჩვენება არ მოჰყოლია.

კომპანია აცხადებს, რომ ვაქცინის დასამტკიცებლად შესაბამის მოთხოვნას უკვე გაგზავნიან, რათა მისი გამოყენება რამდენიმე კვირაში იყოს შესაძლებელი.

გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინის წინასწარი ანალიზები კი აჩვენებს, რომ მას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

"იმედინიუსი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა