12 წლის ბავშვი სხვა კლინიკაში გადაყვანის დროს გარდაიცვალა – თამარ გაბუნიას განმარტება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ 12 წლის მოზარდს, კლინიკაში ყველა საჭირო პროცედურა უტარდებოდა, თუმცა სხვა კლინიკაში გადაყვანისას ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.
„ძალიან სამწუხარო შემთხვევაა და უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ ოჯახის მიმართ. ბავშვის მდგომარეობა პირველი დღიდან საყურადღებო იყო. ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როცა გადაჰყავდათ სხვა კლინიკაში – მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, კლინიკამ ჩათვალა საჭიროდ გადამისამართება. სწორედ ამ დროს მოხდა ეს ფაქტი. ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე ადგილზე ყველა შესაბამისი დახმარება უტარდებოდა. ჩვენ შევისწავლით კლინიკურად, თუ რამ გამოიწვია ბავშვის მდგომარეობის დამძიმება”, – განაცხადა გაბუნიამ.
ptn.ge