თეგებით ძიება
17. 11. 2020 COVID - 19

"ტიკრაძე გამოდის და ამბობს, რომ მარაგები ამოწურული არაა, სასწრაფო მეუბნება, კლინიკაში რომ გადავიყვანოთ, ყურადღებას მაინც არავინ მიაქცევსო" - 82 წლის ქალი გადარჩენისთვის იბრძვის

მოქალაქე, მაია ობოლაშვილი 82 წლის დედის გადასარჩენად ხელისუფლებას მიმართავს.

ობოლაშვილი აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დედის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ პაციენტს სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევდნენ. 82 წლის ქალის მდგომარეობა კი მძიმდება.

"1 კვირაა დედაჩემს მაღალი სიცხე აქვს. ვურეკავ სასწრაფოს და მეუბნება მეუბნება, რა აზრი აქვს, კლინიკაში რომც გადმოვიყვანოთ, ყურადღებას არავინ მიაქცევსო. რომ მომიკვდეს, რა გავაკეთო? ჯანდაცვის მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ მარაგები ამოწურული არაა - ეს ყველაფერი ტყუილია", - ამბობს ობოლაშვილი.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა