თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ფაქტს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში ადასტურებენ.
განცხადების თანახმად, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს“, – აცხადებენ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში.
წყარო:newposts.ge