ჩამოშლილია საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის კედელი - ბესიკის ქუჩაზე აფეთექბა მოხდა
თბილისში, ბესიკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
მომხდარის შედეგად საცხოვრებელი სახლის წინა კედელი მთლიანად ჩამოშლილია. საბედნიეროდ, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. მისამართზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, შედეგად ჩამოშლილია საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის კედელი. ადგილზე ხანძრის კვალი არ ფიქსირდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის დათვალიერება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე, ბესიკის ქუჩაზე მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო:newposts.ge