თეგებით ძიება

ცოცხლად დამარხული ქალი სიცოცხლისთვის რამდენიმე დღიან ბრძოლას დანებდა და გარდაიცვალა

პოლიციამ იპოვა გარდაცვლილი ქალის სხეული, რომელიც თავამდე სრულად ჩაფლული და ჩამარხული იყო მიწაში. აღნიშული შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა - ბოროტმოქმედებმა მსხვერპლი ქალაქი სანქტ-პეტერბურგთან, ტყეში ცოცხლად დამარხეს. სამართალდამცავთა განცხადებით, დაღუპულის გვამი ტყეში სასეირნოდ გამოსულმა 36 წლის მამაკაცმა აღმოაჩინა.
გარდაცვლილი ამ დრომდე არაა იდენტიფიცირებული, თუმცა მიიჩნევენ, რომ მისი ასაკი 40 წლამდე უნდა იყოს. მედიის განცხადებით, მას შემდეგ რაც ქალი ცოცხლად დამარხეს მიწაში, იგი რამდენიმე დღის განმავლობაში ცოცხალი იყო, თუმცა თავის გათავისუფლებას ვერ ახერხებდა.

პოლიციელთა განცხადებით, დანაშაულის ადგილი მთავარი ქუჩიდან 500 მეტრით იყო მოშორებული, რის ფონზეც იგი ხმას ვერ გააგონებდა გამვლელებს, რამაც გამოიწვია ფატალური შედეგი-გადარჩენისთვის რამდენიმე დღიანი ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა და იგი გარდაიცვალა. ჯერ კიდევ უცნობია თუ რა გახდა გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, თუმცა განიხილება რამდენიმე ვერსია-მათ შორის სიცივე, გაუწყლოვნება ორგანიზმის და მიღებული ტრავმები.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა