თეგებით ძიება
17. 11. 2020 COVID - 19

გარდაცვლილი 45 პაციენტიდან ყველაზე მეტი ისევ თბილისზე მოდის

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილი 45 პაციენტიდან 18 თბილისს ეკუთვნის, 9 - აჭარას, 9 - იმერეთს, 2 - შიდა ქართლს, 5 - ქვემო ქართლს, 1 - კახეთს, 1 კი - სამცხე-ჯავახეთს.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა 778-ია.
შეგახსენებთ, რომ დღეის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რამაც საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 85 952-მე გაზარდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა