თეგებით ძიება

ბათუმში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის ოჯახი გოგონას კორონავირუსით დაღუპვას არ ეთანხმება

ბათუმში 12 წლის გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი არ ეთანხმება ექიმების მოსაზრებას, რომ მოზარდი კორონავირუსით გარდაიცვალა. მათი თქმით რეანომობილი, რომლითაც გოგონა გადაყავდათ არ იყო სათანადოდ აღჭურვილი. ოჯახისვე თქმით, მოზარდს არც გაციების სიმპტომები ჰქონია.

არ ჰქონია არც ხველება არც სიცხე, ჩვენ ვაბრალებთ რომ გზაში რეანომობილს არ ჰქონდა ჟანგბადი, რომ ბავშვზე მიეწოდებინა, თვითონ ბავშვმა მოითხოვა საავადმყოფოში წამიყვანეთო, დიალიზის გარეშე ვერ გადავრჩებიო, რომ წავიყვანეთ არ ჰქონდა ტემპერატურა" – ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.

ბათუმის "დედათა და ბავშვთა ცენტრის" დირექტორი ამბობს, რომ 12 წლის გოგონა კლინიკაში, ისედაც მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, შეყვანისთანავე ჩაუტარდა კოვიდ ტესტი და პასუხი დადებითი იყო. ამის შემდგომ კი, 12 წლის ბავშვის მდგომარეობა, თბილისში გადმოყვანისას, გზაში კიდევ უფრო დამძიმდა და ის რეანომობილში გარდაიცვალა.

ექიმების თქმით, პაციენტს თირკმლის თანმხლები დაავადება ჰქონდა.

"გუშინ ღამის საათებში, შემოყვანილი იქნა, 12 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობით, კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, მას საკუთარი ქრონიკული მძიმე მდგომარეობის გამო, ესაჭიროებოდა დიალიზის ჩატარება, დარღვეული იყო კლინიკურ–ლაბორატორიული პარამეტრები, პირველადი სასწრაფო დახმარების შემდეგ, გამოძახებულ იქნა კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და მოხდა რეფერირება თბილისში სპეციალურ კლინიკაში. სამწუხაროდ ტრანსპორტირების განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და კოპიტნართან დაფიქსირდა გარდაცვალება. მიმდინარეობს შიდა სამედიცინო მოკვლევა" – ამბობს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის დირექტორი თამარ ბახტაძე.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შეისწავლიან როგორ მკურნალობდნენ არასრულწლოვანს კლინიკაში.

"მთავარი არხი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა