"პატრულმა დაჯარიმების შემდეგ მომწერა" - ზუგდიდელი ქალი რეაგირებას ითხოვს
მოქალაქე ია ბიგვავას თქმით, სამარშუტო მიკროავტობუსით მგზავრობისას პირბადის არქონის გამო ის პატრულმა დააჯარიმა, შემდეგ კი ტელეფონზე შეტყობინება გაუგზავნა.
ია ბიგვავას აღნიშნავს, რომ ბრონხიტი აწუხებს და სწორედ ამიტომ ზაში მგზავრობისას, რამდენიმე წუთით მოიხსნა პირბადე.
ახალგაზრდა ქალის მონაყოლის თანახმად, როცა პატრულმა გააჩერა მანქანა, მას უკვე ჰქონდა პირბადე, თუმცა მაინც დააჯარიმა და უთხრა, რომ ჯანმრთელობის ცნობა უნდა ჰქონდეს.
"წამოვედით, არ გასულა 20 წუთი და ფბ-ში მწერს, შევდივარ გვერდზე და ამხელა აყლაყუდა ცოლიანი კაცი ყოფილა და აქ რა დღეშია. რა თქმა უნდა არ ვპასუხობ სმს-ზე. თურმე სამსახურებრივ მდგომარეობას მაგრად იყენებს", - დაწერა მოქალაქემ ფეისბუკზე.
ბიგვავა პატრულ-ინსპექტორის ვინაობასაც ასახელებს. მისი თქმით, საუბარია თენგიზ ყოლბაიაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.
წყარო:newposts.ge