თეგებით ძიება
17. 11. 2020 COVID - 19

ხშირ შემთხვევაში კორონავირუსის ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები, უნდა დავზოგოთ საწოლები მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება - ბუწაშვილი

პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ინფექციონისტმა ,მაია ბუწაშვილმა განაცხადა, რომ რომ სტაციონარებში ბევრი ისეთი პაციენტი წევს, რომელთაც ამის აუცილებელი საჭიროება საერთოდ არ აქვთ.

"მსჯელობა იყო არასაჭირო ჰოსპიტალიზაციებზე და მართლაც, რეალურად ციფრები აჩვენებს, რომ სტაციონარებში ბევრი ისეთი პაციენტი წევს, რომელთაც ამის აუცილებელი საჭიროება საერთოდ არ აქვთ. გზებია გამოსანახი, როგორ მოხდეს ამის ოპტიმიზაცია, რომ საწოლები რეალურად შენარჩუნდეს იმ ხალხისთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდება",- აცხადებს ბუწაშვილი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები, რაც ხელს შეუწყობს საწოლი ადგილების ოპტიმიზაციას.

„მოსახლეობაში არის მოლოდინი, რომ კოვიდის დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა მოხვდეს საავადმყოფოში. უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ამ მხრივ, რათა ხალხმა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები და ამით დავზოგოთ ეს საწოლები კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. მთავარი არის ახლა ამ საკითხის მოგვარება და საწოლფონდის ოპტიმიზაცია,“ - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა