თეგებით ძიება
17. 11. 2020 COVID - 19

ლევან რატიანი: სიცოცხლე უნდა გადარჩეს, ამის უფლება აქვს ყველას და ამიტომ, უნდა დაიწყოს მკაცრი შეზღუდვები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანის თქმით, ქვეყანაში აუცილებლად უნდა გამოცხადდეს მკაცრი შეზღუდვები, რადგან ამ ყველაფერს სამედიცინო საზოგადოება ვერ გაუძლებს.

„ერთი რამ ვიცი ცხოვრებაში, რომ სიცოცხლე უნდა გადარჩეს და რაც შეიძლება ბევრი, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის შვილებს, როგორც მე, როგორც თქვენ როგორც ყველას არაფერი არ დაუშავებიათ, რომ სიცოცხლის გაგრძელების უფლება არ ჰქონდეთ. ყველაფერს აქვს თავისი რესურსი, მითუმეტეს სამედიცინოს. ინფექციის გავრცელების წყვეტა, რომ მოხდეს ერთდაერთი ამოსავალი წერტილი ჩვენ ქვეყანას ამ წუთში სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უნდა დაიწყოს მკაცრი შეზღუდვები, იმიტომ, რომ ვერ გაუძლებს ამას სამედიცინო საზოგადოება “- ამის შესახებ ლევან რატიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა