თენგიზ ცერცვაძის პირველი კომენტარი დაინფიცირების შემდეგ – როგორ ებრძვის ვირუსს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, მისთვის უცნობია, თუ ვისგან დაინფიცირდა.
„ბევრთან მქონდა კონტაქტი და ვის ჰქონდა ვირუსი და ვის არა, ეს აღარ ვიცი. სიცხე, ყელის ტკივილი, ხველა – ყველა ეს სიმპტომი მაწუხებს. ჯერჯერობით სახლში ვარ, მაგრამ შეიძლება, ხვალ საღამოს წავიდე და დავწვე. დღევანდელ დღესაც დავაკვირდები. შეიძლება ხვალ „რემდესივირი“ გადავისხა. ახლა სიცხის დამწევს, D და C ვიტამინს ვსვავ, ასევე თუთიას და ბევრ სითხეს ვიღებ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
კოვიდინფიცირებულია მისი მეუღლეც, ექიმი-რევმატოლოგი, ანა თოფურია.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თავად თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
„ჩემმა მეუღლემაც გაიკეთა ტესტი და ისიც დაინფიცირებულია,“ – ამბობს ცერცვაძე ჩვენთან საუბრისას.