თეგებით ძიება
17. 11. 2020 COVID - 19

COVID-19-გან გამოჯანმრთელებულმა მამაკაცმა ყნოსვის დაკარგვის მოულოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა

COVID-19– გან გამოჯანმრთელებულმა ირლანდიელმა The Mirror-თან ყნოსვის დაკარგვის მოულოდნელ შედეგებზე ისაუბრა.

დუბლინელი დეკლან კესიდი (Declan Cassidy) კორონავირუსის ინფექციით 2020 წლის გაზაფხულზე, ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ დაავადდა. დეკლანი სუნსა და გემოს გამოჯანმრთელებიდან რვა თვის შემდეგაც ვერ გრძნობს, დაღლილობას, სუნთქვის გაძნელებასა და კონცენტრაციის პრობლემებს უჩივის.

გემო ოდნავ მაინც რომ იგრძნოს, 53 წლის ირლანდიელი იძულებულია ნებისმიერ კერძს უამრავი წიწაკა დაუმატოს.”ერთადერთ გემოს და სუნს ვგრძნობ და ეს ლაკის მოსაშორებელი სითხის სუნია. ჩემთვის ნიორსაც ასეთი სუნი აქვს ” - ამბობს კესიდი.

მამაკაცის თქმით, ახლა მისთვის საკვების მიღება სიამოვნების ნაცვლად, ტანჯვაა.

”ვამზადებ საკვებს და ვცდილობ, რომ გემრიელი გამოვიდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე იმედგაცრუებული ვარ” - დაიჩივლა მამაკაცმა.

როგორც გაირკვა, ყნოსვის დაკარგვამ მხოლოდ საკვების აღქმაზე არ იმოქმედა. ირლანდიელმა აბაზანის რეცხვის დროს კინაღამ გონება დაკარგა, რადგან ქიმიკატები შეისუნთქა და ვერ იგრძნო. კესიდიმ რამდენჯერმე კინაღამ სახლი გადაწვა, რადგან მეხსიერების დაქვეითების გამო გაზქურაზე კერძი დარჩა დამწვრის სუნი არ უგრძვნია.

ექიმები ვერ ამბობენ დაუბრუნდება თუ არა ირლანდიელს ყნოსვა, რაც მისთვის ძალიანმტკივნეულია.

ექიმები თვლიან, რომ კესიდს „გრძელვადიანი COVID"-ის ფორმა აქვს. ტერმინი „გრძელვადიანი COVID" ოფიციალურად აღიარებულია გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის (NHS) მიერ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა