თეგებით ძიება
17. 11. 2020 COVID - 19

5 ყველაზე ხშირი პრობლემა იზოლაციის დროს და მათი მოგვარების მარტივი გზები

ვის­წავ­ლოთ კო­ვიდ 19-თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა – ეს ფრა­ზა 2020 წლის მთა­ვარ სლო­გა­ნად იქცა და ამ მი­სი­ის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლა­დი თა­ვი­დან­ვე იყო და რჩე­ბა მო­წო­დე­ბა #დარ­ჩი­სახ­ლში.

შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა სახ­ლში, ზოგი მხო­ლოდ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, ზოგი კი სახ­ლი­დან, დის­ტან­ცი­უ­რად აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­მა ადა­მი­ა­ნებს ბევ­რი საზ­რუ­ნა­ვი შე­უქ­მნა და ისეთ სა­კი­თხებ­ზეც და­ა­ფიქ­რა, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა აქამ­დე არ უფიქ­რი­ათ.

ხან­გრძლი­ვად სახ­ლში ყოფ­ნამ, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბამ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ერ­თო პრობ­ლე­მე­ბიც შე­უქ­მნა, მა­გა­ლი­თად, წო­ნის მა­ტე­ბა, D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა, ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა. ახლა სწო­რედ რამ­დე­ნი­მე მათ­განს გან­ვი­ხი­ლავთ.

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი
ეს იზო­ლა­ცი­ი­სა და სახ­ლში ხან­გრძლი­ვად ყოფ­ნის ერთ–ერთი მთა­ვა­რი შე­დე­გია. მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა, სტრე­სი, არას­ტრა­ბი­ლუ­რო­ბა და შიში, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ოდს ახ­ლავს, იწ­ვევს სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებს, მათ შო­რის, შფოთვის მო­მა­ტე­ბულ დო­ნეს, უძი­ლო­ბას, ემო­ცი­ურ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას, დეპ­რე­სი­ას. ამ დროს მწვავ­დე­ბა ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მცი­რე დო­ზით ადა­მი­ა­ნებს აქამ­დეც აწუ­ხებ­დათ, მაგ­რამ მას ვერ გრძნობ­დნენ ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი რე­ჟი­მის გამო. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ბო­ლოო სუ­რათს პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ვი­ნა­ხავთ. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ეცა­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი კონ­ტაქ­ტი და ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დეთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მე­გობ­რებ­თან. არ იღელ­ვოთ, რომ ამას დის­ტან­ცი­უ­რი სახე ექ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, ისა­უბ­როთ თქვენს გრძნო­ბებ­სა და ემო­ცი­ებ­ზე, მი­ი­ღოთ უკუ­კავ­ში­რი და თავი მარ­ტო არ იგ­რძნოთ.

ზედ­მე­ტი წონა
ზედ­მე­ტი წონა სახ­ლში ყოფ­ნის ლო­გი­კუ­რი შე­დე­გია. ხან­გრძლი­ვად სახ­ლში ყოფ­ნის დროს ადა­მი­ა­ნი უფრო დუნ­დე­ბა, მიდ­რე­კი­ლი ხდე­ბა ძი­ლი­ა­ნო­ბის­კენ, სტრე­სი მა­დის გაძ­ლი­ე­რე­ბას იწ­ვევს, ჩნდე­ბა მეტი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ტკბი­ლე­ულ­ზე, ქვე­ით­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, და სა­ბო­ლო­ოდ მივ­დი­ვართ წო­ნის მა­ტე­ბას­თან. ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ მა­დას არ ავ­ყვეთ და კვე­ბის რე­ჟი­მი მაქ­სი­მა­ლუ­რად ვა­კონ­ტრო­ლოთ, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის კლე­ბას­თან ერ­თად სა­სურ­ვე­ლია შე­ვამ­ცი­როთ დღი­უ­რად მი­სა­ღე­ბი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. მი­ვი­ღოთ მეტი ხილი და ბოსტნე­უ­ლი, მო­ვე­რი­დოთ ტკბი­ლე­ულ­სა და ცო­მე­ულს.

ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი

ბუ­ა­სი­ლი ანუ ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა იზო­ლა­ცი­ის დროს არ­სე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა. მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წესი, მი­ნი­მა­ლუ­რი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, მო­მა­ტე­ბუ­ლი წონა, არას­წო­რი კვე­ბის რე­ჟი­მი და შე­დე­გად შეკ­რუ­ლო­ბა, არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი კუ­ჭის მოქ­მე­დე­ბა – სწო­რედ ეს არის ბუ­ა­სი­ლის გა­მომ­წვე­ვი მთა­ვა­რი მი­ზე­ზე­ბი და ამავდრო­უ­ლად, ამ ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან არი­დე­ბა იზო­ლა­ცი­ის დროს ძა­ლი­ან რთუ­ლია.
ჰე­მო­რო­დი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცია და სა­თა­ნად­რო მკურ­ნა­ლო­ბა. თუმ­ცა, ბევ­რი ამ დროს თვით­მკურ­ნა­ლო­ბას მი­მარ­თავს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი სან­თლე­ბის დამ­ხმა­რე­ბით. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, არ მივ­მარ­თოთ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას. სან­თლე­ბის შერ­ჩე­ვა­საც დიდი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა. მათ უმე­ტე­სო­ბა­ში შე­დის ან­ტი­ბი­ო­ტი­კი და ჰორ­მო­ნი, რაც კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში ან ხან­გრძლი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბის დროს უსაფრ­თხო არაა. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ სან­თლებს, რო­მე­ლიც სრუ­ლად ბუ­ნებ­რი­ვი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა
D ვი­ტა­მი­ნის მთა­ვა­რი წყა­რო მზე არის. შე­მოდ­გო­მა–ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ისე­დაც გა­ნიც­დის D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბას, ახლა კი როცა ყვე­ლა სახ­ლში ვართ „ჩა­კე­ტი­ლი“ ეს პრობ­ლე­მა უფრო მძაფ­რად დად­გა. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ჭი­რო D ვი­ტა­მი­ნი საკ­ვე­ბი­დან მა­ინც მი­ვი­ღოთ. მი­ირ­თვით ცხი­მი­ა­ნი თევ­ზი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ორა­გუ­ლი, კვერ­ცხი, რძის ნა­წარ­მი. ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მი­ი­ღეთ D ვი­ტა­მი­ნი პრე­პა­რა­ტის სა­ხი­თაც. არ და­გა­ვი­წყდეთ, ეს სწო­რედ ის ვი­ტა­მი­ნია, რო­მე­ლიც კო­ვიდ 19–თან ბრძო­ლა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ.

მშრა­ლი და გა­უ­ხე­შე­ბუ­ლი კანი
დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა და კი­დევ უფრო ხში­რად ან­ტი­სეპ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა კა­ნის გა­მოშ­რო­ბა­სა და გა­უ­ხე­შე­ბას იწ­ვევს. ამას ემა­ტე­ბა უკვე მო­ახ­ლე­ბუ­ლი ზამ­თრის სი­ცი­ვეც. ამი­ტომ რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. არ იფიქ­როთ, რომ ეს მარ­ტი­ვი პრობ­ლე­მაა და ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა არ უნდა. სიმ­შრა­ლემ, რო­მელ­საც დრო­უ­ლად არ მი­ხე­დავთ, შე­იძ­ლე­ბა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე და­გა­ყე­ნოთ.

"ამბები.ჯი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა