თეგებით ძიება

მინდა, ბატონ თენგიზს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო, პირადად ვუთხრა მადლობა და ბოდიში მოვუხადო მათ ნაცვლად, ვინც ექიმების შეურაცხყოფა არჩია - საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სალომე ზურაბიშვილი ცერცვაძეს კორონავირუსთან შეუპოვარი ბრძოლისა და თავდადებისთვის მადლობას უხდის.

„ბატონ თენგიზს კორონავირუსი დაუდგინდა. მსუბუქი ფორმაა და სახლში მკურნალობს.

მინდა, სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო. მინდა, პირადად ვუთხრა მადლობა მისი თავდადებისთვის, კორონასთან ათთვიანი დღე და ღამე შეუპოვარი ბრძოლისთვის.

მინდა, ბოდიში მოვუხადო მათ მაგივრად, ვინც მადლიერების ნაცვლად, ექიმების ლანძღვა და შეურაცხყოფა არჩია.

ბატონო თენგიზ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მადლობას გიძღვნით და თქვენთვის ლოცულობს.

მხნედ იყავით. მალე დაუბრუნდით ამ ბრძოლას“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა