გერმანიაში კოვიდსიტუაცია ძალიან სერიოზულია - ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კოვიდსიტუაცია ძალიან სერიოზულია.
ანგელა მერკელის თქმით, მოქალაქეებს შორის კონტაქტის შეზღუდვა ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რომლის მიღება მას კანცლერის თანამდებობაზე ყოფნის დროს მოუწია.
„კრიზისიდან გამოსავალი რთულია და ყველა ჩვენთაგანზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ანგელა მერკელმა ასევე განაცხადა, რომ მოსახლეობა კორონავირუსის გამო, შეზღუდვების დაწესებას გაგებით უნდა მოეკიდოს.