თეგებით ძიება
17. 11. 2020 COVID - 19

იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 32 191 შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 32 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 731 პაციენტი გარდაიცვალა, რაც სამი აპრილის შემდგომ რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 1 210 720 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 45 960 პაციენტი გარდაიცვალა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა