თეგებით ძიება

მაიკ პომპეოსა და პატრიარქის შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს შეხვედრა დასრულდა. პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მდივანი შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს, რომელიც სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრაა.
შეგახსნებთ, რომ მაიკ პომპეო ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, გაიმართა აუდიენცია. ასევე, სახელმწიფო მდივანმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ- მინისტრთან გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
აქვე ,მაიკ პომპეო თბილისს გუშინ ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს მართავს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა