მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
პროტოკოლის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისთვის სულ 35 წუთი იყო განკუთვნილი.
აღნიშნული შეხვედრა თავდაპირველად ჩანიშნული არ ყოფილა და სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის დღის წესრიგში მოგვიანებით შევიდა.
რაც შეხება განსახილველ საკითხთა ოფიციალურ ჩამონათვალს, ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს არის ძირითადად მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები.
შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მდივანი გაემგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და დატოვებს საქართველოს.
მაიკ პომპეო საქართველოს გუშინ ეწვია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს.
https://1tv.ge/