სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო დახმარების უფროსი კორონავირუსით გარდაიცვალა
18 ნოემბერს, გამთენიისას, სასწრაფო დახმარების სამცხე-ჯავახეთის უფროსი გარდაიცვალა.
თამაზ კაჭკაჭიშვილს კორონავირუსი სამი კვირის წინ დაუდასტურდა. ამ ხნის განმავლობაში ის თბილისში, კლინიკაში მკურნალობდა.
„გუშინ, გვიან ღამით მდგომარეობა დამძიმდა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში.
თამაზ კაჭკაჭიშვილი უწყებაში 2014 წლიდან მუშაობდა.
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. COVID 19-ით გარდაცვალების ფაქტები რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული.
ptn.ge