საარჩევნო და სასამართლო რეფორმები - რაზე ისაუბრა პომპეომ გახარიასთან შეხვედრაზე
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.
"სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე", - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, შშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პატრიარქსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ვიზიტის პარალელურად ოპოზიციამ და გაბრაზებულმა ამომრჩეველმა რამდენიმე ლოკაციაზე მდუმარე აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რონ "რუსმა ოპლიგარქმა აფრჩევნები გააყალბა" და ეს მსოფლიომ და სტრატეგიულმა პარტნიორმა უნდა გაიგოს.
წყარო:newpost.ge