თეგებით ძიება
18. 11. 2020 COVID - 19

უახლესი სამედიცინო მიღწევა - აშშ-ში გამოიგონეს ხელსაწყო, რომელიც კოვიდ 19-ის ინფექციას სახლიდან გაუსვლელად რამდენიმე წუთში გამოავლენს

ამერიკის წამლის და სურსათის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაამტკიცა კორონავირუსის დიაგნოსტიკითვის- ტესტირების ჩასატარებლად აუცილებელი კომპლექტი, რომელთა მოხმარება სახლის პირობებშიც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ უწყების ოფიციალურ საიტზე წერია.

კომპანია LUCIRA-ს მიერ შექმნილი ტესტის გამოყენება ხდება სტანდარტულად- ცხვირიდან აღებული ნაცხიანი ტამპონი ტესტირების ხელსაწყოში თავსდება. 30 წუთის გასვლის შემდეგ მიღებული პასუხი აისახება ე.წ სახელდახელოდ მოწყობილ ეკრანზე, სადაც ფიქსირდება ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულია თუ არა.

ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ზემოხსენებული ხელსაწყო 100 %-იან გარანტიას ვერ იძლევა შედეგების განსაზღვრასთან დაკავშირებით- მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქემ LUCIRA-ს ტესტი სახლის პირობებში ჩაიტარა და მიუხედავად სიმპტომების ქონისა, უარყოფით პასუხი აჩვენა ტესტმა, მან უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც მოხდება მათი დამატებითი დიაგნოსტიკა. ტესტის გაკეთება და დაიგნოსტირება 14 წლის ასაკიდან ნებადართულია.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა