თეგებით ძიება
18. 11. 2020 COVID - 19

ბათუმში კოვიდინფიცირებული ექთანი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი ნადია შარვაშიძე გარდაიცვალა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი ექთანი შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

ეს სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა აჭარაში.

ინფიცირებული ექთანი ბათუმში „მედცენტრში“ მკურნალობდა.

ექთნის გარდაცვალება ოჯახის ახლობელმაც დაგვიდასტურა. სავარაუდოდ მას თანმდევი დაავადება ჰქონდა.

ბოლო 24 საათის განმვალობაში აჭარაში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირდა 512 ადამიანი.

16 ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 4 000-მდე სამედიცინო პერსონალი იყო კორონავირუსით ინფიცირებული.

netgazeti.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა