თეგებით ძიება

რა გახდა მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ საპატრიარქოში დანიშნული ბრიფინგის გაუქმების მიზეზი?

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და საქართველოს კათოლიკოს-პატრირქის, ილია მეორის შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოში დანიშნული ბრიფინგი გაუქმდა.

ბრიფინგის გაუქმების მიზეზი საპატრიაქროს თანამშრომლის კოვიდინფიცირება გახდა. ამის შესახებ განცხადებას საპატრიაქრო ავრცელებს.

საპატრიარქოში განმარტეს, რომ ინფორმაციას მოგვაინებით პრეს-რელიზის სახით გაავრცელებენ.

საპატრიაქროს ინფორმაციით, ინფიცირებულია საპატრიარქოს ტელევიზიის ოპერატორი. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა ჟურნალისტსაც.

საპატრიარქოში შესვლამდე, მედიის წარმომადგენლებს სწრაფი ტესტირება ჩაუტარდათ და სწორედ ამ გზით გახდა ცნობილი, რომ საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომელი კოვიდ დადებითია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა