თეგებით ძიება

აირჩიეთ მონეტა და გაიგეთ რა ურთიერთობა გაქვთ ფულთან - ტესტი

მთელი ცხოვრება ურთიერთობებს ვაწყობთ, საკუთარ თავთან, ახლობლებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან, მაგრამ გვავიწყდება, რომ ფინანსებთანაც უნდა მოვაწესრიგოთ ურთიერთობა.

ერთის მხრივ ფულის გვეშინია, ვუარყოფთ ან არასწორედ ვხარჯავთ და მეორეს მხრივ ძალიან მაგრად გვინდა ფული.

ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ ფინანსურ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ ქვეცნობიერის დონეზე გაიგოთ და გააანალიზოთ, რა ურთიერთობა გაქვთ ფულთან, რა უნდა გააკეთოთ, რომ მეტ ფინანსურ წარმატებას მიაღწიოთ:

იზრუნეთ, მოასწესრიგოთ ფინანსებთან ჰორმონიული ურთიერთობა, იყავით ფინანსურად თავისუფალი, შეიყვარეთ ფულის ენერგია და იმუშავეთ ბალანსზე.

ეს პატარა ტესტი მოგცემთ საშუალებას გაერკვეთ, ამჟამად თუ როგორ ურთიერთობაში ხართ ფინანსურ ნაკადთან.

აირჩიეთ მონეტა, რომელიც მიგიზიდავთ და გაიგეთ პასუხი თუ ,,როგორი ურთიერთობა გაქვთ ფულთან“.

1. ფული მოვა თქვენს ცხოვრებაში საყვარელ საქმიანობასთან ერთად, გაუშვით განცდები, უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, იმუშავეთ შიშების, ეჭვების დაძლევაზე და ირწმუნეთ საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების. ყურადღებით იყავით თქვენს ნამდვილ სურვილებთან, არ შეგეშინდეთ ახალი წამოწყებული საქმიანობის. თქვენთან არის იღბალი! სიუხვე აუცილებლად შემოვა თქვენს ცხოვრებაში!

2. სიუხვე უკვე თქვენს ცხოვრებაშია! უბრალოდ იყავით მეტად ყურადღებიანი და ისწავლეთ შემჩნევა ყველაფრის იმის, რაც იოლად შემოდის თქვენს ცხოვრებაში.
იყავით მადლიერი ბედის უკვე მიღებული ყველა საჩუქრისათვის. მაგრამ არ გაუშვათ შანსები სამყაროსგან, რათა კიდევ უფრო მეტი მიიღოთ და გვერდით ნუ ჩაუვლით იმ შესაძლებლობებს, რომელსაც გულუხვად გიგზავნით ცხოვრება.

3. იმისათვის, რომ მიაღწიოთ სასურველ კეთილდღეობას, მოგიწევთ გაერკვეთ თქვენი წარსულის ტვირთში, რომელსაც თან ატარებთ, მაგრამ არ ღირს განცდები!
თქვენი შეუპოვრობა და ცვლილელებების მხურვალე წყურვილი დაგეხმარებათ მიაღწიოთ მიზანს, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი გაქრა – არ დაიხიოთ უკან, არ დანებდეთ იარეთ ბოლომდე! თქვენ თვითონვე გაოცდებით საკუთარი შედეგებით! არ ჩამოუშვათ ხელები. ფული თქვენთან მოვა სამყაროს მიმართ მადლიერებისა და საკუთარი თავის შეყვარების გზით.

4. იმისათვის, რომ მიაღწიოთ სასურველ ფინანსურ კეთილდღეობას, ამისათვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ და იმოქმედოთ!
უსმინეთ მინიშნებებს, რომელსაც სამყარო გიგზავნით და აუცილებლად გაუკეთეთ რეალიზება, იმას, რაც თქვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია. თქვენ უეჭველი იღბლიანი ხართ! სხვანაირად, როგორ შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ და ამ დროს აუცილებლად გეხმარებათ უხილავი ძალები, მიენდეთ ბედს კიდევ ერთხელ!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა