თეგებით ძიება
18. 11. 2020 COVID - 19

საქართველომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გადაასწრო

საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ფიქსირდება 3000-ზე მეტი კოვიდინფიცირების შემთხვევა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების 22 834 შემთხვევა გამოვლინდა. სულ, 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში ოფიციალურად დადასტურებულ კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა არის 89 395.

კოვიდინფიცირების შემთხვევების აბსოლუტური რაოდენობით საქართველომ ჩინეთს გადაასწრო და ამ დროისთვის მსოფლიოში 63-ე ადგილზეა.

საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევათა მატება სექტემბრიდან დაიწყო და 18 ოქტომბრამდე პერიოდში პირველი ათეულების ფარგლებიდან 1000-მდე გაიზარდა. 18 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევები 1000-დან 2000-მდე, 4 ნოემბრიდან 12 ნოემბრამდე კი 2000-დან 3000-მდე ფარგლებში იყო.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ყოველდღიურად ფიქსირდება კოვიდინფიცირების 3000-ზე მეტი შემთხვევა.

18 ნოემბრის 00:00 საათის მონაცემებით 100 000 მოსახლეზე ბოლო ორი კვირის (3 ნოემბერი – 17 ნოემბერი) კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობით (1115) საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზე იყო ანდორის (1346) მონტენეგროს (1336) და ლუქსემბურგის (1278) შემდეგ.

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 3443 შემთხვევა დაფიქსირდა და ბოლო ორი კვირის კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 100 000 კაცზე გახდა 1146.

საქართველოში კორონავირუსით 815 კაცია გარდაცვლილი. 18 ნოემბრის 00:00 საათის მონაცემებით 100000 მოსახლეზე ბოლო ორი კვირის (3 ნოემბერი – 17 ნოემბერი) კოვიდინფიცირებით გარდაცვლილთა რაოდენობით (11,2) საქართველო ანტირეიტინგის მე-2 ათეულის მე-2 ნახევარში იყო.

დღეს საქართველოში კორონავირუსით 37 კაცი გარდაიცვალა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში 100000 მოსახლეზე კოვიდინფიცირებით გარდაცვლილთა რაოდენობა 11,7 გახდა.

"აიპრესი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა