თეგებით ძიება
18. 11. 2020 COVID - 19

კოვიდინფიცირებული ექიმი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს უნდა გაეწერათ, მოულოდნელად გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 62 წლის ექიმი გარდაიცვალა.
ის რვა დღის განმავლობაში იწვა სტაციონარში და მკურნალობის კურსი უკვე დამთავრებული ჰქონდა, თუმცა, მოულოდნელად მდგომარეობა დამძიმდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის გიორგი კიკაბიძის განცხადებით, გუშინ ანალიზებმა კარგი შედეგები აჩვენა და დრეს სახლში წასასვლელად ემზადებოდა, თუმცა, დაფიქსირდა გულის უეცარი გაჩერება:

"კლინიკას დააკლდა კაცი, რომელიც პირველივე დღიდან ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში იყო ჩართული. 8 დღის განმავლობაში ჩვენთან მკურნალობდა, იმყოფებოდა თერაპიურ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა სავსებით სტაბილური იყო, თვითონაც აკონტროლებდა მდგომარეობას, მკურნალობის კურსი დამთავრებული ჰქონდა, თითქმის დამთავრებული, იმიტომ, რომ გუშინდელ ანალიზებში ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში, რაც ყველა ჩვენგანისთვის იყო სასიხარულო.

თვითონაც აღნიშნავდა, რომ დღეს უნდა წასულიყო სახლში, მაგრამ სამწუხაროდ, გამთენიისას მისი მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, არავინ არ ველოდებოდით, პალატაში მყოფმა მოასწრო დარეკვა კოლეგებთან, მობილიზებული იქნა მთლიანი რეანიმაციული გუნდი, გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში, გულის უეცარი გაჩერება დაფიქსირდა, მიუხედავად ღონისძიებებისა, ვერ მოხერხდა მისი გარადარჩენა", - განაცხადა მან.

18 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პაციენტი კი გარდაიცვალა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა