დედოფლისწყაროში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა - 70 წლამდე პაციენტი ონლაინ კლინიკის მეთვალყურეობის ქვეშ ბინაზე მკურნალობდა
დედოფლისწყაროში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა - პაციენტი, 70 წლამდე ასაკის ქალი, ორმხრივი პნევმონიით, სახლში, ონლაინ კლინიკისა და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა.
პაციენტის მდგომარეობა გუშინ, 17 ნოემბერს , მკვეთრად დამძიმდა, რის შემდეგაც ის დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქალის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები, კოვიდინფიცირებული პირის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ 112-თან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდნენ.
ფაქტთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.
წყარო:newpost.ge