თეგებით ძიება
18. 11. 2020 COVID - 19

ბათუმში კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 18 ნოემბერს, საავადმყოფოს ექიმი რეანიმატოლოგი ისლამ საფაროვი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ექიმი ცხრა დღის განმავლობაში მკურნალობდა ამავე კლინიკაში.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და დღეს მისი გაწერა იგეგმებოდა.

„62 წლის იყო, ფილტვის არტერიის სტენოზიც ჰქონდა, კარგად გრძნობდა თავს, დღეს სახლში აპირებდა წასვლას, ანალიზებიც კარგი იყო, მაგრამ უეცრად დამძიმდა მდგომარეობა. შესაძლოა განვითარდა თრომბოემბოლია ან ინფარქტი, რადგან ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი“, – ამბობს კიკაბიძე.

მისი თქმით, ექიმს რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა უშედეგოდ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა