ზუგდიდში კაცს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს
ზუგდიდში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში კაცმა მეზობელს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლა. სროლის შედეგად მამაკაცი მსუბუქად დაშავდა.
მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.