თეგებით ძიება

\'\'საინტერესო ვითარებაა, სკამები დაჯავშნილი გვაქვს და მათთვის არ ვიბრძვით\'\' - ალეკო ელისაშვილი

„პირადად ჩემთან არ მოსულან და არც ვურჩევ, რომ მსგავსი მაიმუნური შეთავაზებით მოვიდნენ, რადგან საშინელი ხასიათი მაქვს და შესაძლოა მძიმედ დასრულდეს ასეთი შეხვედრა. შეურაცხყოფას მომაყენებენ მაგ შეხვედრით, შეურაცხყოფაზე კი აგრესიული რეაქცია მაქვს ხოლმე“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მმართველ გუნდთან გარიგების შესაძლებლობაზე საუბრისას, სატელევიზიო ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, საქართველოში შეიქმნა ვითარება, როცა პოლიტიკოსებს პარლამენტში ადგილი მოპოვებული აქვთ, თუმცა მასზე უარს ამბობენ.

„შეხედეთ, როგორი საინტერესო ვითარებაა. პოლიტიკოსებს სულ საყვედურობენ, რომ სკამებისთვის იბრძვიან. დღეს სკამები დაჯავშნილი გვაქვს და მათთვის არ ვიბრძვით. ასეთ საქართველოსაც მოვესწარით“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, გაყალბებულმა არჩევნებმა ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიები გააერთიანა.



Pia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა