თეგებით ძიება

რას ვნებს და რას კურნავს ყურძენი? - აუცილებლად წასაკითხი

ჩვენთვის, ქართველებისათვის, ყურძენს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ვაზის ქვეყანაა, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ კარგად ვიცით მისი უამრავი სასარგებლო თვისების შესახებ.
როგორც ყველამ ვიცით, ყურძენი, ისევე როგორც მისგან გამოწურული წვენი მრავალ სასარგებლო თვისებასთან ერთად მავნე თვისებებითაც გამოირჩევა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა როდისაა რეკომენდირებული მისი მირთმევა.

ყურძნის მწიფე ნაყოფი შეიცავს ადვილად შესათვისებელ შაქრის სახეობებს, კერძოდ კი გლუკოზას და ფრუქტოზას. მათ გარდა, სხვადასხვა რაოდენობით მოცემულია საქაროზა, რაფინოზა, ქსილოზა და სხვა შაქრის მსგავსი ნივთიერებები.
ყურძენი სასარგებლოა ნერვული დაავადებების, უძილობის დროს.

ყურძნის წვენი შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პრაქტიკულად ყველა მინერალურ ნივთიერებას და მიკროელემენტებს. კათიონებს შორის ჭარბობს კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, რკინა, მარგანეცი, ალუმინი; ანიონებიდან – ფოსფორი, გოგირდი, კაჟბადი, ქლორი. მიკროელემენტები, როგორც ბიოლოგიური კატალიზატორები წარმოდგენილია მარგანეცის, მოლიბდენის, ბორის, ტიტანიუმის, ვანადიუმის, რადიუმის, თუთიის და კობალტის სახით.

ყურძნის წვენი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას, ხელს უწყობს კუჭ–ნაწლავის დაავადებების, ფილტვის ტუბერკულოზის, სურავანდის, გულის დაავადებების მკურნალობას.
წითელი ან თეთრი ღვინის ზომიერი გამოყენება (50-60გ) ორგანიზმში ზრდის „კეთილი“ ქოლესტერინის დონეს (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რაც თავის მხრივ მკვეთრად აქვეითებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რომელიც ბლოკავს არტერიებს და იწვევს გულის შეტევას
ყურძენი ძალიან სასარგებლოა გამოფიტული ნერვული სისტემისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მისდევს სპორტს, ვარჯიშის დროს უნარჩუნებს სიმხნევეს.

ყურძენი ააქტიურებს ნაწლავების პერისტალტიკას, შველის შეკრულობას. 1, 5 კგ ყურძენი გაყავით 5 ულუფად და დღის განმავლობაში ჭამეთ. კენკრის მჟავები, ტანინი და ბალასტური ნივთიერებები კარგად წმენდს ნაწლავებსა და ღვიძლს.
იგი ფარტოდ გამოიყენება სხეულისა და კანის მოვლის საშუალებების დასამზადებლად:
მისი რბილობი, ღვინისა და ვაშლის მჟავების წყალობით, საუცხოოდ წმენდს კანს და ასაზრდოებს მას სასიცოცხლო ტენით. დაჭყლიტეთ 3-4 მტევანი და გაიწმინდეთ სახე. წვენი გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

ყურძნის წიპწის ზეთი აცოცხლებს და ახალისებს დაღლილი სახის კანს. 2-3 წვეთი ზეთი დაამატეთ ღამის მკვებავს და წაისვით სახეზე. ხოლო მისი მიღება, როგორც წამლისა, შეგიძლიათ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
მიუხედავად უამრავი დადებითი და სამკურნალო თვისებებისა, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი მავნე თვისებებიც, რადგან მისმა ჭარბმა ან არასწორმა მიღებამ შესაძლოა მრავალი უარყოფითი შედეგი მოგვიტანოს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი შეიცავს დიდი რაოდენიბით გლუკოზას, აქედან გამომდინარე მისი მირთმევა საშიშია შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისათვის.

ყურძნის მიღება განსაკუთრებით საშიში და საფრთხილოა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავების დროს;
- კოლიტის დროს, რომელსაც თან ახლავს დიარეა;
- ქრონიკული ფარინგიტის და ფილტვების ქრონიკული ანთების დროს.
- გულის მწვავე უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს შეშუპება და მომატებული წნევა.


Intermedia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა