ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
მოსალოდნელია ნალექი, ბარში უმეტესად თოვლჭყაპის, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.