თეგებით ძიება
19. 11. 2020 COVID - 19

“უკვე ორივე კოვიდმოხდილები ვართ” – რას ჰყვება ცნობილი ექიმის მეგობარი დაინფიცირების შესახებ

ცნობილმა ქართველმა მარკეტინგის სპეციალისტმა გიორგი ჟორჟოლიანმა კორონავირუსი დაამარცხა.

მკურნალობის კურსს ის, მეგობრებთან ერთად აგარაკზე გადიოდა. რამდენიმე დღის წინ, კი სოციალურ ქსელში ექიმ ლევან რატიანთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ კორონავირუსი მასთან ერთად ლევან რატიანმაც დაამარცხა.

“უკვე ორივე კოვიდმოხდილები ვართ. დღეიდან გარეთ ვარ, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გვერდით დგომისთვის, კოვიდა დასრულებულია გართულებების გარეშე!

მოგვიანებით მოგიყვებით ჩვენი კლასტერის 12 დღიან სახალისო იზოლაციის ამბავს!“ – დაწერა გიორგი ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში.

ინფორმაციის ადამოწმება „პრაიმამბებმა“ თავად ლევან რატიანთანაც სცადა, თუმცა ის ამ თემაზე არ საუბრობს.

– გიორგი, ცნობილია, რომ კორონავირუსი დაამარცხეთ, რა სიმპტომები გქონდათ და საიდან დაინფიცირდით?

– დიახ, ასეა! მეხუთე დღეა რაც დავასრულე თვითიზოლაციის პერიოდი და დავუბრუნდი ჩვეულებრივ ცხოვრებას. საბედნიეროდ, სიმპტომები მხოლოდ ყნოსვისა და გემოს დაკარგვით შემოიფარგლა, სხვა არანაირი გართულება არ მქონია.

რაც შეეხება დაინფიცირების წყაროს, მოგეხსენებათ რა რთული ვითარებაა დღეს საქართველოში, ამავდროულად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საკმაოდ აქტიურად მიწევდა საზოგადოებასთან ურთიერთობა, ამიტომ გამიჭირდება ვთქვა კონკრეტულად რომელი კლასტერის წარმომავლობის იყო ჩემი “კორონიკო”, მაგრამ რამდენიმე „დიდებულ“ კლასტერზე მქონდა ეჭვი. რაც მთავარია ყველაფერი მშვიდად დამთავრდა.

– ახლა როგორ ხართ?

– ახლა შეიძლება ითქვას კარგად ვარ, მაგრამ შეგრძნება მაქვს თითქოს დიდი ომიდან დავბრუნდი. ვცდილობ ვივარჯიშო და მარტივად მოხდეს ჩემი ადაპტირება საზოგადოებასთან.

– სოციალურ ქსელში დაწერეთ რომ თქვენთან ერთად დაინფიცირდა თქვენი მეგობარი, ექიმი ლევან რატიანი, მას რა სიმპტომები ჰქონდა და როგორ ახერხებდა პაციენტებზე ზრუნვას თავად დაინფიცირებული ექიმი?

– ამ პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც აღმოჩნდა ლევანს ჰქონია ანტისხეულები და როცა მასთან გამოკველავზე მივედი, მაშინ შევიტყვე ეს ამბავი. შემდეგ ეს ფოტო გადავიღე, პოსტი დავწერე და ლევანი მთელი დღე მლანძღავდა (იცინის).

ვირუსის გამოჩენის დღიდან ის განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება ამ საკითხს, თვეების განმავლობაში თითქმის არცერთ ნაცნობთან არ ჰქონია შეხება, ოჯახთანაც კი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა