თეგებით ძიება

თბილისის მერია ცარიელი ქუჩების საახალწლოდ გასანათებლად 616 000 ლარს დახარჯავს - "ფლანგვის დეტექტორი"

თბილისის მერია წელს ცარიელი ქუჩების საახალწლო განათებაში 616 000 ლარს დახარჯავს. ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.დასახარჯი 616 ათასი ლარიდან - 104 ათასი შარშან მილიონ ლარად შესყიდული ნაძვის ხის გადაკეთებას მოხმარდება.

მერიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელმაც იგივე ტენდერში დისკვალიფიკაცია მიიღო.

ცნობისთვის, 2019 წელს თბილისის მერიამ 3.17 მილიონი ლარი დახარჯა საშობაო ნაძვის ხის შეძენასა და თბილისის ქუჩების მორთვისთვის. 2017-2020 წლებში კი მხოლოდ საახალწლო განათებებში სულ 5,064,886 ლარი დაიხარჯა.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა