ქუთაისში კოვიდინფიცირებულმა ორსულმა "გოლიათი" გააჩინა
კლინიკა "ბომონდში" "გოლიათი" ახალშობილი გაჩნდა. მამრობითი სქესის ახალშობილი, რომელიც ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა, ხუთ კილოგრამს იწონის. ბავშვის დედა ქუთაისის მკვიდრია, რომელიც კლინიკაში 39 კვირის ორსული, დადასტურებული კორონავირუსით, ერთი დღის წინ შეიყვანეს.
"ჩვენს კოვიდგანყოფილებაში მიჩვეული ვართ ტყუპების დაბადებას, თუმცა დღეს სასიხარულოა ის ფაქტი, რომ "გოლიათი" დაიბადა. ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად, მამრობითი სქესის ახალშობილი გაჩნდა, რომლის წონა 5 კილოგრამი,ხოლო სიმაღლე 54 სანტიმეტრია. ამ დროისთვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ" - ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
წყარო:newposts.ge