საქართველოში კორონავირუსის 3697 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა — 2 409. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 93 092. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 73 877.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით მიხედვით, დღეს გამოვლენილი 3 697 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში — 1 256;
აჭარაში — 664;
იმერეთში — 538;
ქვემო ქართლში — 243;
შიდა ქართლი — 175;
გურია — 127;
სამეგრელო-ზემო სვანეთი — 304;
კახეთი — 238;
მცხეთა-მთიანეთი — 91;
სამცხე-ჯავახეთი — 55;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 6.
გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 16; აჭარაში — 8; იმერეთში — 8; შიდა ქართლში — 1; ქვემო ქართლში — 3; ხოლო კახეთში — 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 853 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.
წყარო:On.ge