კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, სულ — 853
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სიჭინავას ინფორმაციით, მათ შორის, თბილისში — 16, აჭარასა და იმერეთში — 8, შიდა ქართლში — 1, ქვემო ქართლში — 3, ხოლო კახეთში — 2 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 73 877 ადამიანი, ხოლო სულ დაინფიცირდა — 93 092.
24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 409 პირი.
წყარო:On.ge