თეგებით ძიება

დარწმუნებული ვარ, იაზრებს პასუხისმგებლობას და მოიქცევა ისე, როგორც ქართველ ამომრჩეველს ეკადრება - გახარია ოპოზიციას მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტური მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების საუკეთესო გზაა და ამიტომ, მნიშვნელოვანია ის ჩატარდეს.
მთავრობის სხდომაზე გახარიამ ოპოზიციის პასუხისმგებლიან ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანდატებზე უარის თქმით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდებიან:

"მოგეხსენებათ, მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული მანდატების და პასუხსიმგებლობის თვალსაზრისით იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთობლივად. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული პოლიტიკური ძალა იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და მოიქცევა ისე, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება, ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და მიღებულ მანდატებზე უარს ამბობს, რადგან 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე უამრავი დარღვევა და გაყალბების ფაქტები დაფიქსირდა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა