თეგებით ძიება

“ერთი და იგივე დილემის წინაშე ვდგავარ სულ – ჯერ საფლავზე გავიდე, თუ მემორიალთან?!...ყოველთვის იყავი და ხარ იქ, სადაც ყველაზე მეტად მჭირდები" - ქეთათო ჩარკვიანი

მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი დღეს 59 წლის გახდებოდა. მეფემ ქართულ მუსიკალურ სამყაროს და მსმენელს უკვდავი შემოქმედება დაუტოვა.

ირაკლი ჩარკვიანსა და მუსიკოსი, ქეთათო ჩარკვიანის, საოცარი სიყვარულის ისტორია საქვეყნოდაა ცნობილი... ქეთათომ მეფის 59 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

“დღეს 59 წლის გახდებოდი. ძალიან მიყვარს შენი დაბადების დღე, ყოველი 19 ნოემბერი განსაკუთრებული დღეა ჩემთვის. მიმძიმს ამ დღის უშენოდ აღნიშვნა და ყოველთვის ერთი და იგივე დილემის წინაშე ვდგავარ – ჯერ საფლავზე გავიდე, თუ მემორიალთან?! რადგან სადღაც სხვაგან, გარეთ წარმოუდგენელია შენი მოძებნა, რადგან ყოველთვის იყავი და ხარ იქ, სადაც ყველაზე მეტად მჭირდები და თუნდაც შენი ხმის ერთი გაგონება, ერთი ფრაზაც კი საკმარისია იმისთვის, რომ განუსაზღვრელი სითბო და სიყვარული გასცე, მანუგეშო, აბსურდულ ქაოსში რწმენა გამიმყარო და მომცე ძალა",- წერს ქეთათო.

შეგახსნებთ, რომ მუსიკოსი 2006 წლის 24 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა.



წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა