ინტენსიური თოვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ14-კმ40 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
რაც შეეხება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ინფორმაციას ავრცელებს.
წყარო:newpost.ge