თეგებით ძიება

არჩევნების მეორე ტურზე „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. სირცხვილის კორიდორს აღარ მოაწყობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე, საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფანს აღარ მოაწყობს, თუმცა პარტიის გადაწყვეტილებით, იქნება წერტილოვანი პროტესტი.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანიდატი დავით კირკიტაძე აცხადებს, გარდა იმისა, რომ მათი პარტია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, ისინი არც ხელის შეშლას აპირებენ.

კირკიტაძე მათ ამომრჩევლებს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობის მიღებისგან თავი შეიკავონ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, არჩევნების გამყალბებლები ყოველდღე უნდა გადიოდეს ე.წ. სირცხვილის დერეფნებს, მაგრამ ისინი ამას არ გეგმავენ.

„მე თუ მკითხავთ, ჟვანია და ყველა კრიმინალი ყოველდღე უნდა გადიოდეს ე.წ. სირცხვილის დერეფნებს, მაგრამ ჩვენ ამას არ ვგეგმავთ. თუმცა, გამყალბებლები, დიახ, უნდა გადიოდნენ სირცხვილის დერეფნებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე განმარტებით, არჩევნების დღეს განიხილება სხვადასხვა საპროტესტო აქტივობები, თუმცა კონკრეტულად პროტესტის რა ფორმას მოძებნის ოპოზიცია, ამაზე მსჯელობა ფართო ოპოზიციურ ფორმატში დღეს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა