თეგებით ძიება

\'\'მე და ჩემი მეუღლე შევთანხმდით, რომ მილებს გადავიკეტავდი\'\' - დედის 6 მთავარი გაკვეთილი

როცა ოჯახში მეორე ბავშვი ჩნდება, დედა უფრო მომზადებულია მომავალი სირთულეების დასაძლევად. უკვე აღარ გარბის ბავშვის პირველივე წამოტირებაზე, აღარ ყიდულობს ტონობით სამოსს და აღარ იხეთქავს გულს იმაზე, ბავშვმა 90 გრამი შეჭამა თუ 95. .


ჟურნალისტმა, ბლოგერმა და ორი შვილის, გოგონასა და ბიჭის დედამ, კეტრინ შტალმა დედობის საიდუმლოებები გაამხილა. ეს "გაკვეთილები" მან მხოლოდ მეორე შვილის დაბადების შემდეგ აღმოაჩინა.



1. ესეც გაივლის (და დავივიწყებ, რა საშინელება იყო)
მახსოვს, პირველ შვილთან დაკავშირებული ყოველი ეტაპი (უძილო ღამეები, კბილების ამოჭრა, ძუძუთი კვება) მუდმივი და დაუსრულებელი მეჩვენებოდა. მეგონა, ამ სირთულეს ვერასდროს გავუმკლავდებოდი. ამიტომ, როცა პირველი სამი თვე ჩემი პატარა ბიჭი (მეორე შვილი) ავტომობილში ვერ ჩერდებოდა, აღარ ვნერვიულობდი, ვიცოდი, რომ ეს ამ სირთულეს როდესმე გადალახავდა, როგორც თავის დროზე ეს ჩემმა გოგონამ მოახერხა.

2. პირველივე წამოტირებისთანვე არ გავრბივარ ბავშვთან და ამის გამო არ ვიდანაშაულებ საკუთარ თავს
არსებობს მომენტები, როცა ჩემს შვილებსაც ერთდროულად სჭირდებათ რაღაც. ამიტომ, არჩევანი უნდა გავაკეთო და რომელიღაცას მოცდა მოუწევს. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი დედა ვარ. ბავშვები ზრდას განაგრძობენ.

3. ჩემი შვილები განსხვავებულები არიან და ამ ფაქტს უნდა შევეგუო
ჩემი ბიჭი არასდროს ჭამდა ბოთლიდან, 5-საათიანი ძილის დროს ერთხელ არ შეიღვიძებდა. რამდენიმე საათით მისი მარტო დატოვება თავისუფლად შემეძლო. ჩემი 4 წლის გოგონა კი ბოთლს დღემდე არ ანებებს თავს. ღამის განმავლობაში რამდენჯერმე იღვიძებს და ოთახში მარტო დარჩენას ვერ იტანს. ეს და სხვა მილიონი სხვაობა არსებობს ჩემს შვილებს შორის, რამაც მიმახვედრა, რომ თითოეული უნიკალურია.

4. როცა დახმარება მესაჭიროება, უნდა ვითხოვო
ბებია-ბაბუისთვის ჩემი გოგონა უფროსი შვილიშვილი იყო. მის გაზრდაში აქტიურად მეხმარებოდნენ, მაგრამ ბიჭის აღზრდაში მოხმარება აღარ უნდოდათ. ამიტომ, არ მაქვს სირცხვილის განცდა, როცა სავარჯოშოდ უნდა წავიდე და ბავშვს ძიძას ვუტოვებ. ან ვთხოვ ჩემს მშობლებს, გოგონა თავისთან წაიყვანონ.

5. ან დინებას მიჰყევით ან ჭკუიდან შეიშლებით
საკმაოდ ორგანიზებული ადამიანი ვარ, მაგრამ როცა ჩემი შვილები დაიბადნენ, მივხვდი, რაიმეს წინასწარ დაგეგმვას აზრი არ ჰქონდა. მართალია, ჩემი შვილები დადიან ცურვაზე, გასავითარებლ ცენტრებში, სპორტდარბაზშიც დამყავს, მაგრამ ვცდილობ, ერთ დღეს ძალიან ბევრი საქმე არ დავგეგემო.

7. არავისთვის არაფრის ახსნას არ ვაპირებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე არ მეთანხმება
ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის ჩვენი ორი შვილი სავსებით საკმარისია. სანამ ბიჭის გავაჩენდი, მანამდე შევთანხმდით მე და ჩემი მეუღლე, რომ მილებს გადავიკეტავდი. მეგობრებისა და ახლობლების რეაქციამ ცოტა გამაკვირვა. მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და არავისთვის არაფრის ახსნას არ ვაპირებ.


Mshoblebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა