თეგებით ძიება
20. 11. 2020 COVID - 19

საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესების საკითხი განვიხილეთ - კულუმბეგოვი პრემიერთან შეხვედრაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა, ადასტურებს, რომ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხილეს.
კულუმბეგოვის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, რათა ჯანდავამ ცოტა ამოისუნთქოს.
„დიახ, მე ამას ვადასტურებ. მე ვიყავი შეხვედრაზე პრემიერთან და გვითხრეს, რომ იქით კვირაში შესაძლოა, კიდევ დაგვიძახონ. დავალებაც კი მიიღო ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, მაგრამ როგორი პაკეტი, დამუშავების პროცესი იყო, ზუსტი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ეს ასე მოხდება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, ბევრი დრო რომ არ დაიკარგოს, რადგან დღეს და ხვალ, ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მისაღები, რათა ჯანდაცვამ ცოტა ამოისუნთქოს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა