კორონანავირუსმა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე იმსხვერპლა
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) გარდაიცვალა. ფაქტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ.
როგორც ირკვავა, ეპისკოპოსს სხვა თანმხლებ დაავადებასთან ერთად კორონავირუსი ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირი სიმსივნესაც ებრძოდა და რამდენიმე თვის წინ ოპოერაციაც კი გაიკეთა.
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის გარდაცვალებას ეხმაურება მამა პეტრე კოლხიც.
"ვწუხვარ, ძალიან გული დამწყდა. გამორჩეულად მიყვარდა, ღვთისნიერი, გულისხმიერი, მოსიყვარულე იყო მეუფე ლაზარე, ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსი.გულიანად, თბილად მოგიკითხავდა, რაც სამწუხაროდ იშვიათი მოვლენა გახდა იერარქებისგან.მეუფე ლაზარე, უფალმა ნათელი დაუმკვიდროს თქვენს სულს და დააწესოს აბრაამის, ისააკის და იაკობის წიაღში..."- წერს სასულიერო პირი.
წყარო:newposts.ge