"შედეგები საღამოს იქნება ცნობილი"- როგორია კოვიდინფიცირებული თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს დღეს ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოში ამბობენ, რომ თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.
„ბატონი თენგიზის მდგომარეობა უცვლელია, დღის განმავლობაში ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები, რისი შედეგებიც საღამოს იქნება ცნობილი. დაავადების მიუხედავად მხნედ არის, განაგრძობს მკურნალობას“,-აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.
ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, ჰოსპიტალიზებულია.
წყარო:newposts.ge